Sunday, August 11, 2013

Tout Va Bien - გოდარის უცნობი ფილმი

საქართველოში ჟან ლუკ გოდარის ფილმებს, ასე თუ ისე, იცნობენ. განსაკუთრებით უყვართ ფილმები: “Bande a part”; “Breathless”; “Masculin Feminin”, ფილმებში, სადაც ახალი თაობა (ანუ 60–იანების საფრანგეთის თაობა) დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და შესაბამისად, დიდ თავგადასავლებში ეხვევა. ეს ფილმები საკმაოდ რომანტიკულია. რომანტიკულობას კი ქმნის– “წიგნის კითხვის” ხერხი, ლამაზი/საინტერესო პერსონაჟები და რაც მთავარია, სოციალურ–იდეოლოგიური ჩანართები, რომლებსაც ისევ დამოუკიდებელი, ახალგაზრდა ფრანგები ახმოვანებენ. შევთანხმდეთ, რომ გოდარი ერთ–ერთი საუკეთესო რეჟისორია სოციალური ფილმის ჟანრში.

ზემოთ ჩამოთვლილ ფილმებს არ დავაკნინებ, თუმცა, აღვნიშნავ, რომ ჩემი დიდი მოწონება გოდარის სხვა ფილმებმა დაიმსახურეს, როგორიცაა “La Chinoise” და “Tout Va Bien”, გ