Saturday, August 18, 2012

მტკვარი განავლითაა შეღებილი! - რაციოფანია #1

ინტუიცია ადამიანებს ზოგჯერ დაფარულ, მეტაფიზიკურ საიდუმლოებებსაც კი უმჟღავნებს. სამწუხაროდ არ ვიცი, ეს ზებუნებრივი ძალების დაშვებით ხდება, თუ საკუთარი აზროვნების პირად მფლობელობაში ქონის გარდაუვალი შედეგია. ერთი რამ კი ცხადია, მსგავსი წამიერი განათებები შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს არა ტრადიციების, არამედ ტრადიციათა ტაბუების ,,დასარღვევად”. მე შევეცადე, აზროვნების ერთი ასეთი განათება მომეხელთებინა:
,,მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა” უამრავი ხელოვანის მუზა და საფიცარი გამხდარა. ის კი არა, მათი გარკვეული ნაწილი მდინარეს წარმოგვიდგენს როგორც ,,თბილისის იორდანეს”, რომელსაც კათარსისული განბანვის ფუნქციაც კი აქვს. ეს რომ ასე არ არის, ემპირიულადაც შეიძლება დამტკიცდეს, _ მტკვარში ბანაობა სულაც არ არის საჭირო.
ასე რომ, ვისაც ჰგონია, რომ ქართველობა იმის გაცნობიერებით უნდა დავიწყოთ, რომ მტკვარი მამა-პაპათა სისხლით კი არა, ჩვენი საკუთარი განავლით არის შეღებილი, 23 აგვისტოს, ხუთშაბათს, საღამოს 9 საათზე გელით რაციოფანია #2-ის წარდგინებაზე!

ლექსო დორეული

No comments:

Post a Comment