თავის ნამუშევარს ფენფოლდსი ასე ახასიეთებს: "მეღვინეობის მემკვიდრეობის საბოლოო ასახვა, ინოვაცია და მხატვრული თანამშრომლობა" ...
[caption id="attachment_227" align="alignright" width="150"]
ბოთლის დიზაინზე და ჩამოსხმაზე არაერთი ადამიანი მუშაობდა, მათ შორის არიან ცნობილი დიზაინერი ნიკ მაუნთი (Nick Mount) და ასევე მეცნიერი შუშის ჩამოსხმა-წარმოებაში რეი ლიკი (Ray Leake).
ჰენდრიკ ფორსტერი (Hendrik Forster), ცნობილი ავსტრალიელი დიზაინერი, მუშაობდა მეტალის დეტალებზე, რომლებიც ბოთლს ალამაზებს, ხოლო ენდრიუ ბარტლეტმა ( Andrew Bartlett) სპეციალური ყუთი შექმნა, სადაც ეს კაფსულა არის მოთავსებული.
კაფსულის გახსნას შეიძლება ცერემონია ეწოდოს, რადგან ამ პროცესს უნდა ესწრებოდეს ფენფოლდსების მეღვინეობის მთავარი წევრი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება ბოთლი, როდესაც ღვინო იქნება მზად, ისიც სპეციალური გასახსნელით.
აღსანიშნავია, რომ ღვინო მზადდება მხოლოდ "ვარსკვლავიანი" ყურძნისგან, რაც მის ხარისხზე მეტყველებს და იწარმოება უძველესი კაბერნე სუვინონ-ის (Cabernet Sauvignon) ღვინიდან.
ყოველ ამპულას თან ახლავს ბუკლეტი, სადაც წერია მფლობელის ვინაობა და ასევე აუთენტურობა მთავარი დამზადებლის პიტერ გაგოს (Peter Gago) ხელმოწერით.
ღვინის გამოწერა და მასზე მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მითითებულ მისამართზე:
http://www.penfolds.com/en/News-Events/Ampoule-Project.aspx
No comments:
Post a Comment