Thursday, June 28, 2012

ფრანგი ქორეოგრაფი ფილიპე დეკოუფლი ცირკის მოქმედებებსა და ვიდეო თამაშებში პოულობს შთაგონებას



ფილიპე ძველ და ახალ სტილში ქმნის დრამას  Grande Halle de la Villette-ში. მისი ამჟამინდელი შოუ ,,პანორამა” წინა ნამუშევრის ,,ახალი თაობის ბავშვები” - ,,რემიქსია”.  აგრეთვე იყენებს ,,სოლოს” პიესას, რომელიც შეიქმნა 2003 წელში, მაგრამ ახალი სივრცე აქ ინტერაქტიული გამოფენაა ,,ოპტიკონი”, რომელიც თავს უყრის კომიკურ ცეკვებს, სადაც მნახველებს შეუძლიათ აღმოაჩინონ საკუთარი სხეულის მხატვრული პოტენციალები.



გასართობი და თვით-კრიტიკული სპექტაკლი ,,პანორამა” რომელიც 1 ივლისიდან წარსდგება, ავტორის თქმით ,,ქორეოგრაფიული შოუების ქორეოგრაფიულ შოუს ჰგავს”. მოცეკვავე სუფლიორის თანხლებით კომენტარს უკეთებს თითოეულ სპექტაკლის სეგმენტს.  დიდი პლატფორმა მხოლოდ სტრუქტურაა რომელსაც განათებაც  და მოცეკვავეებიც ერთად ჰყავს შეკრული, ამ დროს კი აუდიენციისთვის ანფასიდან ჩანს გაშლილი ფრთები და განათებული სცენა. შოუ კვეთს პოეტურ საგას, თანამედროვე ეპიკას და ცირკის სამყაროს. ,,ჩვენ გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა გასართობი შოუ ზოგადად პუბლიკისათვის და მნახველი ყოველდღიური მოწყენილობიდან დაგვეხსნა” - თქვა დეკოუფლიმ. ,,აგრეთვე მინდოდა, რომ წარმომედგინა ჩემი ქორეოგრაფია ახალგაზრდა მოცეკვავეების შესრულებით”.

No comments:

Post a Comment