Monday, June 25, 2012

სტეფანიდან სანდრომდე

დაიბეჭდა ,,ლიტერატურული სალონის” სექტემბრის ნომერში

რეცენზია

,,... და მოვა ჩემი მეორე მე”!

მალარმე

ყველა კრიტიკოსი თუ ლიტერატურათმცოდნე უყოყმანოდ აღიარებს, რომ სანდრო აბრამიშვილი უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული, დახვეწილი პოეტი და მოაზროვნეა თანამედროვე ლიტერატურის წარმომადგენლებს შორის. მისი ლექსები გამოჩენისთანავე შეიყვარა მკითხველმა.

აზრის ნოვაციურობა და ორიგინალურობა, ტრადიციული, კლასიკური ესთეტიკის პრინციპებზე დაფუძნებულ სალექსო ფორმათა ოპტიმილიზაცია, უაღრესად დახვეწილი სარითმო წყვილები, სიტყვათწარმოების უბადლო ნიმუშები და, რაც მთავარია, ცოცხალ, პრინციპულად ახალ მეტაფორებში ქვეტექსტებად ფორმირებული დიდი იდეები მის შემოქმედებას ელიტარულ, ინტელექტუალურ პოეზიად აქცევს.

სანდრო აბრამიშვილი ახალ მხატვრულ ფორმათა წარმოების ნამდვილი დიდოსტატია. მიუხედავად ამისა, მის ლექსებში გამოსჭვივის სკანდინავიური ფოლკლორის სილაღე, ანტიკური ლიტერატურული მსოფლხედვის სიდიადე, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების წიაღიდან ფაქიზად ამოზრდილი, ლინგვისტური თვალსაზრისით ოდნავ ,,მოუხეშავი”, მაგრამ კონტექსტუალურად უაღრესად დახვეწილი და ,,სწორი” ლექსიკური ერთეულები, რომელიც მეტად მოქნილს ხდის საერთო სემანტიკურ ბადეს. მისი შემოქმედება თავისუფალია ყოველგვარი ბარბაროსული სიყალბისა  და ,,მათემატიკურობისაგან”. პირიქით, ის მხატვრული საზრისის სიცოცხლის მატარებელია. ამ ნიშნით, მისი არაერთი ლექსი თავისუფლად შეგვიძლია ჰერმენევტიკულ ტექსტად მოვნათლოთ.

სანდრო აბრამიშვილი მხატვრული და ფილოსოფიური აზროვნების გზაგასაყარზე დგას. ჩვენ ვსაუბრობთ წმინდა პოეზიაზე (poesie pure), რომელიც სუბსტანციურად მთლიანად მოწყვეტილია ანთროპოლოგიურ დისკურსს და მხოლოდ პარადიგმატულად (და არაგნოსეოლოგიურად) უკავშირდება ჰომოცივილიზაციას. ამდენად, ბატონი სანდროს პოეზია ფრიად საინტერესოა  აქსიოლოგიური კუთხით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სავსებით დამსახურებულად შეგვიძლია ვთქვათ ამ ავტორზე, რომ მან მალარმეს პოეტური ხედვები სრულიად სხვა ხარისხში აიყვანა და პოეზიას ახალი სული შთაბერა. მისი ლექსის  “403” კითხვისას შეუძლებელია, მკითხველს თვალწინ თეთრ ტაიჭზე ამხედრებული, ციურ სიყვარულზე მონადირე, გამიჯნურებული რაინდი არ აუშარავანდდეს. სანდრო თავის სტრიქონებში მზის ტემპერატურით დუღს და, სწორედ ამიტომ, მკითხველსაც მძაფრად განაცდევინებს იმ ტკივილსა და ურვას.

,,89, 88, 87, / 2227” - წერს ავტორი და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს სამყაროს ონტოლოგიურ სტატუსს. უმაღლესი სამწერლო ოსტატობის მაჩვენებელია მის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსში “ავტობიოგრაფია” საკუთრივ იაპონური ესთეტიკისათვის დამახასიათებელი, ,,ანტიციპაციური მეტაფორა” - ,,49, 10. :-)”. აქვე, დავძენ იმასაც, რომ მსგავსი მაგალითების მოყვანის საშუალებას ბატონი სანდროს სხვა ლექსებიც იძლევა.

სანდრო აბრამიშვილს კარგად აქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული ჭეშმარიტი პოეტის გასავლელი გზის სირთულე. ალბათ, სწორედ ამიტომაც, ერთგან დანანებით წერს: ,,ორი ხარისხად ოცდაოთხი”, რითიც მკითხველს მიანიშნებს, რომ მას საკუთარი სიცოცხლე ხელოვნების სამსხვერპლოზე აქვს გადადებული.

მისი პოეზია პასუხობს ყველა თანამედროვე ლიტერატურულ სტანდარტს და, ხშირ შემთხვევაში, ავტორი აზრის მეცნიერული სიზუსტის მისაღწევად, არც ეროტიკული სცენების აღწერას ერიდება. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში ავტორი წერს: ,,თერთმეტ-ნახევარი, ხუთი მერვედი”, რითიც საზოგადოებას პირდაპირ მოუწოდებს, განთავისუფლდეს უაზრო სექსუალური კომპლექსებისაგან.

ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი სანდრო აბრამიშვილის შემოქმედების შესახებ. თუმცა მიმაჩნია, რომ  მისი პოეზია წინ უსწრებს თანამედროვეობას და, ამდენად, მომავლის საკუთრებაა... ქართველი მკითხველი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის მზად, სრულად შეიმეცნოს ბატონი სანდროს პოეზია. ამისათვის, მას საკუთარი წარსულზე დამოკიდებულობისაგან მოუწევს აბსტრაჰირება...

პატივისცემით, ლექსო დორეული, ნიკოლოზ აგლაძე.

გთავაზობთ სანდრო აბრამისვილის ლექსებს

სანდრო აბრამიშვილი

***

3, 14, 15, 92,

65, 64, 4,

71, 47,

83, 29, 16,

18, 19, 23,

15, 538,

19, 23,

12, 557,

18, 19, 23,

11, 12, 510,

65536,

17, 18, 79, 81, 87, 90, 10.

***

ცხრა, რვა, შვიდი, ხუთი,

ოთხი, სამი, ორი, ნოლი,

ერთი, ათი, ცხრა, ექვსი,

ხუთი, ოთხი, სამი, ერთი;

ცხრამეტი, სამოცდათერთმეტი,

სამოცდაცხრა, ოცდათვრამეტი, ჩვიდმეტი.

ორმოცდაორი, ოცდათხუთმეტი,

ორმოცი, ოცდათოთხმეტი, ცამეტი,

თერთმეტ-ნახევარი, ხუთი მერვედი, ფესვი ორიდან,

ფესვი ხუთიდან, ფესვი პიდან, ფესვი ერთიდან.

403

6 4 4 6 6 4 4 4

6 6 4 4 4 6 6

4 6 4 4 6 1 4

4 6 6 1 6 1 4 8

8 8 6 1 6 1 4 8

4 6 4 1 409 1 4

4 4 6 409 403 3 3 1 6 8.

***

47

***

ორი ხარისხად ოცდაოთხი,

თექვსმეტი მილიონ ორმოცდაცხრა.

ოთხი ხარისხად ორი ხარისხად რვა,

თხუთმეტი ათას ას ოცდასამი.

თორმეტი ხარისხად სამი,

თერთმეთი ხარისხად ცხრა,

ხარისხად ექვსი,

ხარისხად შვიდი,

ექვსი ხარისხად

რვა, უხარისხოდ

რამდენიც გინდა,

ოღოდ ისე, რომ ვერ მიხვდეს სხვა.

***

10111,

41, 42, 49.

1146,

7, 6, 6, 8,

89, 88, 87,

2227,

27, 27,

12, 47,

47, 12

12, 49.

ავტობიოგრაფია

8 5 8, 48, 49, 10. :-)

No comments:

Post a Comment