Thursday, June 21, 2012

,,ნაპერწკლიდან ფინიშამდე” - ბაზელში Design Miami-ს მომავლის გამჭვირვალე გამოგონებები საზეიმოდ გაიხსნა



Design Miami-ს სასტუმროს დიზაინერის ,,მომავლის სტენდზე" ტენდენციები ხაზგასმულია ხისაგან შექმნილი ჟალუზებით, თუმცა ისინი არ ცდილობენ მათ გამოხსნას - მათ არსად მივყავართ.

ეს ილუზია არის ხრიკი კვებეკზე (პროვინცია და ქალაქი კანადაში) დაფუძნებული ფილიპ მელოუნის მიერ, ერთ-ერთი იმ სამ დიზაინერთაგან, რომელთაც გადასცეს 2012 წლის W-ს ტიტული. მან შუქის ათამაშებით ინტერპრეტირება გააკეთა შარშანდელი თემისა ,,ნაპერწკლიდან ფინიშამდე”. თითოეული ნაწილი მისი "დღის სინათლის" სერიებიდან კადონების გაფორმებითა და უჩვეულოდ მეგობრული ტემპერატურით ხასიათდება - ისინი უფრო თბილი და ნათესაურია მზის შუქზე, ვიდრე სტანდარტული ოფისის განათება. ბუნებაში ისე, როგორც სხივები კედლიდან უკან ირეკლება, ისინი ფანჯრიდან გამჭოლი ყოველდღიური დღის შუქის ილუზიას იძლევიან, წვიმიანი დღის განწყობის დადებით მხარეს ან, თუნდაც, შუა ღამის განწყობას გადმოსცემენ. მელუინმა ამ ფერად სამკუთხედებს მიანიჭა ჩინური ,,ტანგრამის”* წყობის ხასიათი - ავტორი თითქოს გაძლევს იარაღს, რომ ჩვეულებრივი კალეიდოსკოპივით აიწყო გამოსახულება საკუთარ კედელზე.

*ტანგრამი  (Tangram) - სათამაშო, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა ზომის გეომეტრიული ფიგურისაგან, რომელიც უნდა ერთ დიდ კვადრატად ააწყოს მოთამაშემ.

No comments:

Post a Comment